ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

ინტეგრირებული გაკვეთილი
„გეომეტრიული ფიგურების გაკეთება  და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება“

მასწავლებელი
მათემატიკა - ვალენტინა ბუზალაძე
ისტ -ნანა ხოსიაშვილი
საგანობრივი  სფერო
მათემატიკა-ისტ
გაკვეთილის თემა
გეომეტრიული ფიგურბის გაკეთება  საინფორმაციო ტექნოლოგიების   გამოყენებით
სამიზნე ჯგუფი
პირველი საფეხური VIკლასი
სსსმ   მოსწავლე არ არის

გაკვეთილის
მიზანი






მათემატიკა:

·         აღწერონ გეომეტრუილი ფიგურები,შექმნან ფიგურების გრაფიკული გამოსახულებები  სლაიდების საშუალებით, მოახდინონ ცოდნის გადატანა და განიმტკიცონ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
·         სივრცული ფიგურების ელემენტებს შორის რაოდენობრივი დამოკიდებულების (ეილერის ფორმულა) საშუალებით.
·         განუვითარდეთ 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები კრიტიკული აზროვნება,კომუნიკაცია,თანამშრომლობა,ერთიანობა და ეთიკური ქცევები.
·         მოახდინონ ტექნოლოგიების (MS Word; Power point) ,ინერნეტის (ბრაუზერი) გამოყენებით ცოდნის პრეზენტაცია.

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი





















































წინარე  ცოდნა
მათემატიკა:

მათ. VI .7. მოსწავლე ამოიცნობს  სივრცულ ფიგურებს,  აღწერს  და გამოსახავს  მათ.

მათ. VI . 9. მოსწავლეს  შეუძლია ფიგურებს და ფიგურის ელემენტებს  შორის  მიმართებების დადგენა

  • სახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო ტიპს მისი მოცემული გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით (მაგალითად, წახნაგების ფორმა და რაოდენობა);
  • აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით. (მაგალითად, მართკუთხა პარალელეპიპედის რომელ წახნაგებს ეკუთვნის მითითებული წვერო);
  • ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
·         სხვადასხვა ფიგურებისათვის (ბრტყელი, სივრცული) ითვლის და ერთმანეთს ადარებს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს; იყენებს ეილერის ფორმულას სივრცული ფიგურების ელემენტების რაოდენობის დასადგენად;
(


იიისტ. VI.1

მოსწავლესშეუძლიასხვადასხვასახისციფრულისაშუალებისშერჩევადაგამოყენებაციფრულიმასალისშექმნისას


·  აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
·  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
·  ახდენს ტექსტურიგრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;



                        



·         მოსწავლეებმა იციან თვალსაჩინოდ მოცემული სივრცული ფიგურების ამოცნობა. სხვადასხვა  ელემენტების (წვერო, წიბო,  წახნაგი) დასახელება.მონაცემების შეტანა ცხრილის შესაბამის უჯრაში.ეილერის ფორმულა.
·         მოსწავლეები კარგად ფლობენ კომპიუტერს.მუშაობენ პროგრამებში (MS Word; Power point) ,ინერნეტის (ბრაუზერი) გამოყენებით.

აქტივობები
1.მისალმება , კლასის ორგანიზება, სიის ამოკითხვა -2 წთ.
2. გონებრივი იერიში.   3წთ
3. წყვილებად დაყოფა. 2წთ
4. გეომეტრიული ფიგურის  შლილების დარიგება -1 წთ
6. დავალების მიცემა პროექტორით პრაქტიკული მუშაობისათვის 20 წთ
7. წყვილთა მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია (9წთ)
8. შეფასება.   4წთ
9. გაკვეთილის რეფლექსია   3 წთ
10. დავალება. 1წთ
მუშაობის ფორმა
წყვილებში
დრო
45 წთ
სასკოლო მენეჯმენტი
გეომეტრიული ფიგურების შლილები , ფურცელზე განთავსებული ცხრილები,  პროექტორი,  ფოტოაპარატი,კომპიუტერები,ინტერნეტი.
სახელმძღვანელო - მათემატიკა გ. გოგიშვილი, მებონია
ისტ-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
შეფასება
განმსაზღვრელი , შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების მიხედვით, განმავითაებელი

1-4 ქულა 
·         ვერ აკეთებს  გეომერტიულ ფიგურებს,ვერ ახდენს მათი თვისებეის ჩამოყალიბებას და ჩაწერას.
·          ვერ ახერხებს მუშაობას (MS Word; Power point) პროგრამებში.
5-7 ქულა 
·         აკეთებს და ასახელებს გეომეტრიულ ფიგურებს, ახდენს კლასიფიკაციას,აყალიბებს გეომეტრიული ფიგურების თვისებებს მაგრამ უჭირს დასაბუთება.
·         იყენებს ისტის მოწყობილობებს,მოცემულ პროგრამაში ქმნის ვიზუალურ მასალას ხარვეზებით.
8-10 ქულა
·         აკეთებს,  ასახელებს, აყალიბებს, გეომეტრიული ფიგურების თვისებებს.
ახდენს ფორმულირებას, კანონზომიერების დადგენას.
·          ქმნის ვიზუალურ მასალას სრულყოფილად სლაიდების  საშუალებით და ახდენს მათ დემონსტრირებას.


 გაკვეთილი


გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა 1.          მისალმება , კლასის ორგანიზება, სიის ამოკითხვა -1 წთ.


აქტივობა 2.         გონებრივი იერიში -3 წთ.

პროექტორის გამოყენებით ვსვამ კითხვებს  ნასწავლ  გომეტრიულ ფიგურების შესახებ . რითაც ვახდენ  აზრების,იდეების გენერირებას.

აქტივობა 3.          წყვილებად  დაყოფა -1წთ.

აქტივობა 4.        გეომეტრიული ფიგურის  შლილების დარიგება -1 წთ.
 
მოსწავლეთა მიერ წინასწარ იქნა დამზადებული სივრცითი ფიგურების შლილები
ასევე ცხრილი, რომელსაც  სლაიდების შექმნისას მასზე  განთავსებული  სივრცითი გეომეტრიული ფიგურის მიხედვით შავსებს წვეროების ,წახნაგების და წიბოების რაოდენობას.

აქტივობა 5. პრაქტიკული სამუშაოსათვის დავალების მიცემა პროექტორის გამოყენებით -20 წთ.


მოსწავლეებს  წყვილებში სამუშაოდ მიეცათ დავალება,რომელიც განთავსებულია  ეკრანზე , თვითეულმა წყვილმა უნდა შექმნას (MS Word; Power point)  მინიმუმ 4 სლაიდი როგორც ბრტყელი ისე სივრცითი ფიგურების(პრიზმა,პირამიდა,პარალელეპიპედი) და
მოახდინოს საკუთარი მოსაზრებების,გრაფიკული გამოსახულებების შექმნა.
ცხრილის შევსების შემდეგ გაანალიზებენ ეილერის ფორმულას.(a+b-c)

აქტივობა. 6   
                    . წყვილთა მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია (10წთ)





აქტივობა 7.      შეფასება  5წთ

აქტივობა 8.       გაკვეთილის რეფლექსია   4 წთ

გაკვეთილი დასრულდა შეკითხვებით
v  რა იყო მნიშვნელოვანი ჩვენს გაკვეთილში?
v  ყველაზე საინტერესო?
v  ვის რომელი დავალება მოეწონა ყველაზე მეტად?
v  ისურვებდით თუ არა ასეთი გაკვეთილის ჩატარებას?

აქტივობა 9 . საშინაო დავალება



No comments:

Post a Comment