ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
ჩვენ მიერ დაგეგმილი გაკვეთილის ჩატარება
განაპირობა ე.ს.გ.სტანდარტების და ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის გათვალისწინებამ.ინტეგრირებული გაკვეთილები შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები მეტად დავაინტერესოთ, ჩავრთოდ სასწავლო პროცესში,გავხადოთ ის მრავალფეროვანი და მიმზიდველი. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნება,ინფორმაციის მოძიების,ანალიზის და სინთეზის უნარი.არიან შემოქმედებითნი,კომუნიკაბელური,საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და ახლის ძიებისთვის მოტივირებული ადამიანები.
ინტეგრირებული
გაკვეთილი „გეომეტრიული ფიგურების გაკეთება
და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება’’
საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია გამოამჟღავნეს ამ გაკვეთილის
მიმართ.გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ დადებითად
იყვნენ განწყობილი, რამაც მათი მუშაობა საინტერესო
გახადა.
მათ
გამოავლინეს წყვილებში მუშაობის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები,ერთმანეთს
უზიარებდნენ საკუთარ ცოდნას,გამოხატავდნენ
საკუთარ მოსაზრებებს . მათი უმეტესობა ენერგიულად და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი დავალების
შესრულების პროცესში, მიზნობრივად იყენებდნენ ტექნოლოგიებს,სვამდნენ კარგად გააზრებულ შეკითხვებს,თანამშრომლობდნენ და პატივს სცემდნენ,როგორც ერთმანეთს ისე მასწავლებლებს.
მათ ამ გაკვეთილზე უფრო მეტად განუვითარდათ
კომუნიკაციის,პრეზენტაციის,ურთიერთთანამშრომლობის,ცოდნის გამოყენებისა და ტექნიკური
საშუალებების ფლობის უნარ-ჩვევები.მოახდინეს დავალების ეფექტურად, დახარისხება, ანალიზი
და მისი გადმოცემა.მოსწავლეები სიამოვნებით წარმოადგენდნენ საპრეზენტაციო
ნაშრომებს ,რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ნამუშევრები სათანადოდ შეფასდებოდა.
.გაკვეთილზე მუშაობის დროს გამოიკვეთა სუსტი მხარეებიც, კერძოდ,
მიუხედავად მოსწავლეების მაღალი მოტივაციისა მოსწავლეთა ნაწილი ბოლომდე არ იყო ჩართული გკვეთილის მსვლელობაში, რაზეც აგრეთვე,
აუცილებლად ვიმუშავებ და მივმართავ დამატებით ეფექტურ აქტივობებს.ასევე უკეთესი იქნებოდა გაკვეთილზე კოლეგების დასწრება და მეტი კომპიუტერი.
ზოგადად,
კმაყოფილი ვარ .უმეტეს მოსწავლეებში ნამდვილად მივაღწიე მთავარ მიზანს: მოწავლეებმა
შეძლეს სრულყოფილი სლაიდების შექმნა გეომეტრიული ფიგურების გაკეთებით MS Word; Power point
პროგრამების დახმარებით.სივრცითი ფიგურებისათვის კარგად გაანალიზეს ეილერის ფორმულის
მნიშვნელობა. ისინი მეტად დაუახლოვდენენ ერთმანეთს
განიმტკიცეს წყვილებში მუშაობის უნარები და
აიმაღლეს ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები.
No comments:
Post a Comment