Sunday, October 25, 2015

მეცხრე დღის რეფლექია


დღევანდელ დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები,მივიღეთ რეკომედაციები, როგორც ქალბატონი ლალის,ისე დამსწრე აუდიტორიისგან. 
მადლობა ყველას!

Saturday, October 24, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ მოცემული დავალების შესრულებისას გაჩენილი კითხვებით, რომელზედაც  მივიღეთ ამომწურავი პასუხები .გადავავლეთ თვალი პორტფოლიოს და  ატვირთთ ბლოგზე-მოვახდინეთ მისი გასაჯაროება.მივიღეთ საჭირო რეკომენდაციები სამუშაოს დასრულებისათვის .         
              გმადლობთ!

Sunday, October 18, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და მივიღეთ რეკომენდაციები.ვისწავლეთ Google Drivi-ში ნაშრომის ატვირთვა  და ბლოგში მისი განთავსება.
დავალება - სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის  სასწავლო პროცედურებში მუშაობა- შევსება, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკების შექმნა,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციის დახვეწა.

Saturday, October 17, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

   გავიხსენეთ საპრეზენტაციო მასალის მომზადება, შევქმენით სხვადასხვა სლაიდი დიაგრამების,ცხრილების,სურათების  გამოყენებით.
განვიხილეთ რუბრიკა ინტელის  ბიბლიოთეკიდან - მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. მივიღეთ დავალება - უნდა მოვახდინოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა და მისი პრეზენტაცია.

მიმართულების მიმცემი კითხვები

  • მათემატიკა მართლაც მნიშვნელოვანია და საჭირო ჩვენს ცხოვრებაში?
  • მოგების დათვლა ანგარიშით მნიშვნელოვანია თუ გამოთვლის გარეშე?
  • შესაძლებელია მევენახეობის განვითარება?
  • არის თუ არა მათემატიკა უფრო მეტი ვიდრე ციფრები?
  • რა ნიშნავს 1 ჰა?

Sunday, September 27, 2015

მესამე დღის რეფლექსია




გავიმეორე შეწავლილი მასალა,მოვახდინე გვერდის დამატება ბლოგში და წაშლა.
მოვახდინე ესგ განთავსება კურსის რესურსში,რომელსაც გამოვიყენებ სასწავო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებისას,ვიწავლეთ ერთმანეთთან კომენტარების მიმოწერა, რაც ძალიან კარგია ჩვენი მუშაობის გასაუმჯობესებლად. მიღებული კომენტარებით კმაყოფილი  ვარ,იმედი მაქვს თქვენი თანადგომის.
   
                                            დიდი მადლობა ქალბატონო ლალი!

პროექტის სასწავლო მიზნები



  • მოიძიონ  ინფორმაცია ერთ ჰექტარზე ყურძნის მოსაყვანად საჭირო ხარჯების შესახებ.
  • გამოითვალონ თუ რა რაოდენობის თანხაა საჭირო აღნიშნული კულტურის მოსაყვანად.
  • გამოიკვლიონ რამდენი ტონა ყურძნის  მოყვანაა შესაძლებელი ერთ ჰექტარზე.
  • გაიგონ  როგორ ყიდიან გლეხები მოსავალს.
  • გამოთვალონ მაქსიმუმ რა რაოდენობის მოგება შეიძლება მიიღონ ერთ ჰექტარზე.
  • გამოიკითხონ  მოსახლეობა და შეადგინონ დიაგრამები.
  • მოამზადონ ბროშურები.
  • შეხვდნენ მოსახლეობას,გაუწიონ რეკომენდაცია,შესთავაზონ დახმარება.

    Saturday, September 26, 2015

    მეორე დღის რეფექსია

    დღევანდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი და მეტად ნაყოფიერი იყო,გავიგე როგორ უნდა მოვახდინო სასურველი დიზაინით ბლოგების გაფორმება და ახალი გვერდების დამატება.
    მივიღე რეკომენდაციები პროექტის მთავარი თემის  და იდეის ჩამოყალიბებაზე.

    პროექტის იდეა





        21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებადა წარმოუდგენელია მათემატიკის გარეშე. მათემატიკა არის მეცნიერებარომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ცხოვრებასთან.
    მოსწავლეებისთვის მათემატიკის გაკვეთილები სახალისო და საინტერესო ხდება როდესაც, მიღებული ცოდნის    გამოიყენებას  შეძლებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.ჩვენ  ვცხოვრობთ სოფელში და  მოსწავლეები მჭიდროდ არიან ჩართულნი ოჯახურ მეურნეობაში,ამიტომ  ისინი მოიძიებენ ერთ ჰექტარზე  ყურძნის მოყვანისათვის საჭირო დანახარჯებს,გააკეთებენ ანალიზს,შეაფასებენ და გამოიკვლევენ რა რაოდენობის მოგება მოაქვს აღნიშნულ კულტურას.მოამზადებენ ბროშურას,მისცენ რეკომენდაციებს მოსახლეობას და შესთავაზებენ დახმარებას.